ერი

ერი
• (ნაცია) ადამიანთა სოციალურ-ისტორიული ერთობის ფორმაა, რომელიც ყალიბდება ტერიტორიის, ეკონომიკური კავშირების, საერთო ეროვნული ლიტერატურული ენის, ეროვნული კულტურის ძირითად თავისებურებათა და მათთან უშუალოდ დაკავშირებული ფსიქიკური წყობის ერთობის ბაზაზე.
Source: ღლიღვიაშვილი რევაზ. გენოციდი // ალმანახი №12, [სისხლის სამართალი],– საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. 1999.,
• (ნაცია) დიდი გაერთიანება ან აგლომერაცია ადამიანებისა, რომლებიც იზიარებენ მათთვის საერთო და სხვებისაგან განსხვავებულ რასობრივ, ენობრივ, ისტორიულ ან კულტურულ მემკვიდრეობას. ეს ხელს უწყობს ადამიანებს, აღიქვან თავი მათთვის ღირებულ ბუნებრივ გაერთიანებას მიკუთვნებულად: „ჩვენ ერთ ბედქვეშ ვართ და ასე უნდა გაგრძელდეს სამუდამოდ“. ერი ხალხის ერთობა, ვინც მოახდინა თვითგამორკვევა, აქვს საერთო ისტორია, ენა, კულტურა და ქვეყანა. ერი არის ხალხის, კულტურისა და ტერიტორიული მთლიანობის ყველაზე მდგრადი ორგანიზაცია. ერი არის შედარებით დიდი ჯგუფი ადამიანებისა, რომლებსაც ორგანიზებას უწევს და მართავს ერთი დამოუკიდებელი მთავრობა; აქვთ ტერიტორია, დამოუკიდებელი საელმწიფო, საერთო წეს-ჩვეულებები, წარმომავლობა და ისტორია. ერი არის ერთობა ხალხისა საერთო წარმომავლობით, ისტორიით, ენით, კულტურით და სხვა, მაგრამ არ არის აუცილებელი, მას ჰქონდეს სახელმწიფო ან ტერიტორიული საზღვრები. ერი არის კულტურულად ჰომოგენური ადამიანების ჯგუფი, უფრო დიდი, ვიდრე ტომი ან თემი, რომელიც იზიარებს საერთო ენას, ინსტიტუციებს, რელიგიას და ისტორიულ გამოცდილებას. რომ განვსაზღვროთ ნაცია/ერი, - ეს არის იმ ადამიანთა ერთობლიობა, რომელთა საერთო იდენტობა ქმნის ფსიქოლოგიურ საზღვრებს და პოლიტიკურ ერთობას
Source: ეროვნებათშორისი ურთიერთობების მართვა, [მეთოდური სახელმზღვანელო], ადამიანის რესურსების განვითარების ფონდი,– რედ. ჯავახიშვილისა ჯ. სარჯველაძის ნ.,–თბ,– 2007.,
• ერთ ტერიტორიაზე მოსახლე, ერთი სისხლის, კულტურის და ენის მქონე ხალხი/
Source: თევზაძე გიგი. ჩვენი დრო, სფინქსი და ძენონის ისარი (ცნობიერების ესთეტიკა) / [რედ.: ლ. ბერძენიშვილი] - თბ., 1993

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Поможем решить контрольную работу

Полезное


Смотреть что такое "ერი" в других словарях:

  • ერი სახელმწიფო — • პოლიტიკური საქონლისა და მომსახურების საწარმოებლად არსებობენ. ამ პოლიტიკურმა ერთეულებმა თავიანთი მოქალაქეები უნდა უზრუნველყონ უსაფრთხოებით, ეკონომიკური საქმიანობის დაწყების შესაძლებლობით, განათლებით, საკანონმდებლო ჩარჩოთი, რომლის ფარგლებში… …   Georgian encyclopedia

  • Цаленджихский муниципалитет — Цаленджихский муниципалитет …   Википедия

  • კულტურული გლობალიზაცია — • მიზნად ისახავს რელიგიური, ეთნიკური, ეროვნული და კულტურული განსხვავებების წაშლას და ერთსახოვანი გლობალური კულტურის ფორმირებას. Source: კულტურათაშორისი კომუნიკაციები.№1, თბ, 2007 • დასავლური სამყაროს პირმშოა. გლობალური კულტურა და მასთან… …   Georgian encyclopedia

  • იოჰან გალტუნგის მოდელი ცენტრი-პერიფერია — ამ მოდელის მიხედვით „პერიფერიის“ მნიშვნელობა არის ნეგატიური და თეორიული. გალტუნგის მოდელი ერთერთია ამ საუკუნის 60 იან და 70 იან წლების უამრავ მცდელობათაგან გამონახულიყო კონცეპტუალური საფძველი დასავლეთ ევროპასა და აშშ ზე მესამე მსოფლიოს ქვეყნების… …   Georgian encyclopedia

  • ეთნოსი — • განსაზღვრულ ტერიტორიაზე ადამიანთა ისტორიულად ჩამოყალიბებული ერთობა, რომელსაც გააჩნია საერთო, შედარებით სტაბილური ენობრივი, კულტურული, ფსიქოლოგიური თავისებურებები და სხვა ერთობებისაგან განსხვავებულობის განცდა, აღბეჭდილი მის ცნობიერებაში. Source …   Georgian encyclopedia

  • Oshki — (963 973), church of St John the Baptist, from the east …   Wikipedia

  • Ошки — Монастырь Ошки груз. ოშკი …   Википедия

  • Сенакский муниципалитет — Сенакский муниципалитет …   Википедия

  • Авалишвили, Зураб Давидович — В Википедии есть статьи о других людях с такой фамилией, см. Авалов. Зураб Давидович Авалишвили груз. ზურაბ დავითის ძე ავალიშვილი …   Википедия

  • თორა — • (კანონი). ბიბლიის პირველი ხუთი წიგნი ხუთწიგნეული ებრაულად, დედნის ენაზე. მათ ავტორად ანუ ჩამწერად ითვლება ღმერთთანმეტყველი მოსე, რომელმაც მამების რჯული აღადგინა, მონობის ქვეყნიდან გამოიყვანა ერი და აუწყა ზეციური განგება: მცნება და კანონი.… …   Georgian encyclopedia


Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»